четверг, 17 августа 2017 г.

,,მეწარმეობის საფუძვლები“-ინტერაქტიული ტრენინგი


აზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლებს ჩაუტარდათ  ტრენინგ-კურსი ,,მეწარმეობის საფუძვლების“ შესახებ.

ტრენინგ კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცვნენ მეწარმეობის არსს, ფორმებს, სამეწარმეო გარემოს,  სამეწარმეო საქმიანობის მართვისა და დაგეგმვის საფუძვლებს, ბიზნეს-გეგმის შედგენისა და დამუშავების წესებს.
პროგრამა  დაეხმარება მოსწავლეებს ეკონომიკური განათლებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში.   ასევე განუვითარდებათ დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები, მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა  და  თვითგამოხატვის შესაძლებლობა.
ეკონომიკის და ბიზნეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გარდა პროგრამა დაეხმარება მოსწავლეებს  პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:

  • შექმნან საკუთარი ფირმა;
  •  შეაფასონ ბიზნესიდეის დადებითი და უარყოფითი მხარეები -SWOT ანალიზ
  • დამოუკიდებლად შეადგინონ ბიზნეს-გეგმა;
  • შექმნან  პროდუქცია;
  • რეკლამირება გაუკეთონ  საკუთარ  პროდუქციას;
  • გაეცნონ  მარკეტინგის პრინციპებს;
  • დადონ ხელშეკრულებები პარტნიორებთან;
  • მართონ კომპანიის ფინანსები და სხვა.