მოდული 2


მინი კომპანიის ჩამოყალიბება

მიმოხილვა:

  საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა შექმნეს სიმულაციური ბიზნესგარემო - ჩამოაყალიბეს რეალური სასწავლო კომპანია სახელწოდებით ,,ჩიორა“ და აწარმოეს პროდუქცია - ფრინველების ხელოვნური ბუდეები. მონაწილეებმა იმუშავეს  იდეების ფორმირებაზე,  დაისახეს კომპანიის მიზნები და  მოამზადეს მისიის განაცხადი. პროექტის მონაწილეები  დეტალურად გაეცვნენ სხვადასხვა პოზიციებზე სამუშაოების აღწერილობებს,  განიხილეს და მსჯელეს თვისებებზე, რომლებიც უნდა ჰქონდეს კომპანიის ლიდერს. სხვადასხვა სახის სავარჯიშოებისა და ტესტების საშუალებით  შეაფასეს თავიანთ შესაძლებლობები, აირჩიეს კომპანიის პრეზიდენტი  და გააკეთეს განაცხადი   ამა თუ იმ პოზიციის დასაკავებლად.

მიზნები:
მოსწავლეები:


 üშეძლებენ  „გაზომვადი“ მიზნების დასახვას;
ü შეისწავლიანკომპანიის ღირებულებების, სტანდარტების, მისიის და ხედვის, აგრეთვე კომპანიის  მიზნების ჩამოყალიბების თავისებურებებს;
ü გაერკვევიანკარგი ლიდერის“ თვისებებში;
ü პრაქტიკულად შეისწავლიან პოტენციური კანდიდატის სამუშაოზე აყვანის პროცედურებს;
ü განივითარებენ საქმის წარმოების უნარებს;
ü გამოიმუშავებენ სამუშაოს შოვნის უნარებს;
ü გაეცნობიან ადამიანური რესურსების მენეჯერის სამუშაოს აღწერილობას;
ü გაეცნობიან საწარმოო განყოფილების მენეჯერის სამუშაოს აღწერილობას;
ü გაეცნობიან  საფინანსო განყოფილების მენეჯერის სამუშაოს აღწერილობას;
ü გაეცნობიან მარკეტინგის განყოფილების მენეჯერის სამუშაოს აღწერილობას.



      
ცნებები:

ადამიანური რესურსი, საფინანსო    განყოფილება, საწარმოო განყოფილება, განვითარება,  ორგანიზაციული მოწყობა, მარკეტინგის განყოფილება, გეგმა, ბიზნეს გეგმა,  მმართველობა, კომპანიის სტრუქტურა, კომპანიის დაფუძნება.

უნარები:
ანგარიშვალდებულება, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, თვითშეფასება, გუნდური მუშაობა, ფინანსური წიგნიერება, მეწარმული წიგნიერება.



Комментариев нет:

Отправить комментарий