მარკეტინგი
მიმოხილვა
მოდულის ფარგლებში
მოსწავლეები გაეცნენ მარკეტინგის საფუძვლებს
და პროდუქციის რეკლამირების მეთოდებს,
იმუშავეს იდეის დასრულებაზე და განახორციელეს
ბაზრის კვლევა. პროექტის ბენეფიციარებმა ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენებით ,,კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის“ მაგალითზე საინფორმაციო
ბლოგზე პრაქტიკულად წარმართეს ინტერნეტ კომუნიკაცია
და მოახდინეს გაწეული საქმიანობის რეკლამირება.
მიზნები
მოსწავლეები:
ü სწავლობენ, თუ რა არის ინოვაციური პროდუქტი და იმას, თუ როგორ შესძინონ ამა თუ იმ პროდუქტს ინოვაციური ელემენტები;
ü სწავლობენ SWOT ანალიზს;
ü სწავლობენ მარკეტინგის არსს;
ü ეცნობიან მარკეტინგის პრინციპებს;
ü სწავლობენ მარკეტინგული კვლევის არსს, მის დაგეგმვას და განხორციელებას;
ü პრაქტიკულად ახორციელებენ მარკეტინგული კვლევის მეშვეობით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას.
ცნებები
გონებრივი იერიში, საჭიროებათა ანალიზი, SWOT ანალიზი, დადებითი
და უარყოფითი მხარეები, საჭიროება, მოთხოვნა, საქონელი და მომსახურება, მარკეტინგი, აქციები, ინოვაცია, პროდუქტი, კვლევა, სტრატეგია, საბაზრო კვლევა, ხარისხი,
საზოგადოებასთან ურთიერთობა, დისტრიბუციის არხები, რეკლამირების სტრატეგია,
ეფექტურობა და ეფექტიანობა, სტრატეგია, ინოვაცია .
უნარები
ანგარიშვალდებულება, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღება, იდეის განვითარება, ლიდერობა, პროდუქტის
შეფასება, საჯარო
გამოსვლა, გაყიდვები, თვითშეფასება, ინფორმაციის სინთეზირება
და შეფასება,
გუნდური მუშაობა,
კითხვარების შედგენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий